გაკვეთილის მთავარი თემა
|
პიანინო და პეპლები
|
სწავლების საფეხური/მოსწავლეთა პროფილი
|
6 კლასი, 20 მოსწავლე
|
გაკვეთილის მნიშვნელობა /აქტუალობა
|
|
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
|
|
წინასწარი ცოდნა
|
მათ იციან ,რომ გურამ პეტრიაშვილი საბავშვო მწერალია. წაკითხული აქვთ
მისი მოთხრობები და ზღაპრები. შეუძლიათ ნახატის წაკითხვა,აღქმა და საკუთარი თვალსაზრისის
ჩამოყალიბება. გააჩნიათ ჯგუფური მუშაობის გამოცდილება.
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
ინდივიდუალური, ჯგუფური, პრეზენტაცია .შევაფასებ წინასწარ შემუშავებული
რუბრიკების საშუალებით.
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
წიგნი, რვეული, კალამი, დაფა,
ცარცი, პოსტერები, აქტივობის ბარათები, მარკერები,პატარა ბარათები ,სურათები, კომპიუტერი,
პროექტორი.
|
გაკვეთილის მსვლელობა
|
A
ფაზა -მოლოდინების განსაზღვრა
დაფაზე გავაკრავ ნახატს, სადაც გამოსახული იქნება პიანინო და მის გარშემო
მოფარფატე უამრავი პეპელა,იქვე დგას პატარა მეოცნებე ბიჭი.
ვსვამ კითხვებს სურათის გარშემო:
1.როგორ ფიქრობთ, რის შესახებ იქნება ეს მოთხრობა.
2.რაზე ფიქრობს პატარა ბიჭი.
3.რატომ სხედან პიანინოზე პეპლები.
4.ვინ შეიძლება იყოს ამ მოთხრობის ავტორი და რატომ?
5.რა იცით გურამ პეტრიაშვილის, როგორც საბავშვო მწერლის შესახებ?
6.მისი.რომელი მოთხრობა წაგიკითხავთ,რის შესახებ იყო ეს მოთხრობა?
.მოსწავლეებისაგან ვიგებ თუ რა მოლოდინს უქმნით ნახატი.
ვადგენთ მოლოდინების სქემას .
B.ფაზა- შინაარსის
რეალიზება
ჯგუფური მუშაობა
მოსწავლეებს დავყოფ ოთხ ჯგუფად,
დავურიგებ ტექსტექსტს და მივცემ დავალებას
,იმუშაონ ტექსტის გაგება-გააზრებაზე. ჯგუფებს დავყოფ რეალისტებად და ფანტაზიორებად.
რეალისტებმა ტექსტიდან უნდა ამოკრიბონ
ის ადგილები,რომელიც რეალისტურად მიაჩნიათ,ხოლო ფანტაზიორებმა კი ფანტასტიური.
ლექსიკური მარაგის გამდიდრება ტექსტიდან ამოკრიბონუცხო სიტყვები და გამოთქმები.შემდეგ
დაფაზე ავაგებთ სიტყვის პირამიდას .
დავურიგებ ბარათებს ,სადაც უნდა დაწერონ პერსონაჟის დამახასიათებელი
თვისებები.მოსწავლეებს შერჩევით
გავაკეთებინებ პრეზენტაციას.
C.ფაზა
რეფლექსია
დავურიგებ პატარა ბარათებს,
სადაც უნდა დაწერონ თავიანთი მოსაზრება გაკვეთილის გარშემო.რა ვიცოდი ? რა გავიგე?
მინდა ვიცოდე .შემდეგ მივცემ საშინაო დავალებას „ჩემი ოცნება“.
|
გაკვეთილის გეგმა
Subscribe to:
Posts (Atom)
No comments:
Post a Comment